შსს-მ ჰეროინის შემცველი 50 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო

შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1972 წელს დაბადებული მერაბ მ. ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სარფში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ჰეროინის შემცველი, 50 შეკვრად დაფასოებული 12,8096 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

ნარკოლოგიური შემოწმებით დაკავებულს ოპიუმის ჯუფის ნარკოტიკების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიდღეს ღვთისმშობლის შობის დღე აღინიშნება
შემდეგი სტატიაშსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო