შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-მ ჰეროინის შემცველი 57,191 გრ ნარკოტიკი ამოიღო

1991 წელს დაბადებული გიორგი ხ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა გიორგი ხ-ს საცხოვრებელი სახლის სარდაფის ჩხრეკისას მაყუჩიანი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი „სკორპიონ ვე-ზე-61“, „ჩე-ზე 75 პე 07“-ის მოდელის 2 პისტოლეტი და 70 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული იარაღი და საბრძოლო მასალა სროლისათვის ვარგისია. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში“ჩვენი ვალია გავუფრთხილდეთ, დავიცვათ ენის სიწმინდე და ასე შევუნარჩუნოთ მომავალ თაობებს”
შემდეგი სტატიაშსს-მ ზესტაფონში მომხდარი ყაჩაღობის 2 ფაქტი გახსნა