შსს-მ ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი 560 აბი ამოიღო

შსს-ს საპატრულო პოლიციამ ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი 560 აბი ამოიღო. როგორც “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროუპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დაკავებულია 1963 წელს დაბადებული მუხრან ა. შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა იგი ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 560 აბი სამედიცინო პრეპარატი “აქტიფედი” ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 33,6 გრ ფსიქოტროპულ ნივთიერება ფსევდოეფედრინს შეიცავს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროუპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიყვარლის საავადმყოფოში ინტოქსიკაციის სიმპტომით კიდევ სამი ადამიანი შევიდა
შემდეგი სტატიაე.წ. ელიავას ბაზრობასთან მეხანძრეები დღესაც მუშაობენ