შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

კიევში საქართველოს მოქალქე დააკავეს

მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს დუშეთის რაიონის სამმართველოს თანამშრომლებმა, 1965 წელს დაბადებული ალექსი გ. და 1992 წელს დაბადებული სერგი გ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა დუშეთის რაიონის სოფელ კაწალხევში, ალექსი გ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 4 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რომელთაგან ერთ-ერთი სერგი გ-ს კუთვნილი იყო, ამავე ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 126 საბრძოლო ვაზნა, 7 მჭიდი და რუსული წარმოების 1 ყუმბარმტყორცნი ამოიღეს. ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ბუპრენორფინი ამოიღეს
შემდეგი სტატიაევროჯგუფმა საბერძნეთის ფინანსური დახმარების პროგრამის გაგრძელებაზე უარი განაცხადა