შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1986 წელს დაბადებული ვლადიმერ ქ. თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ვლადიმერ ქ-ს საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას, „კალაშნიკოვის“ სისტემის 2 არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 201 საბრძოლო ვაზნა, თურქული წარმოების, არარეგისტრირებული სანადირო თოფი, კუსტარულად დამზადებული არარეგისტრირებული პისტოლეტი, 6 მჭიდი და ცეცხლსასროლი იარაღის შემადგენელი 7 დეტალი ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ჰეროინის შემცველი 50 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო
შემდეგი სტატიათბილისში საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დაჭრეს