შსს-მ უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე ამოიღო

შსს-მ ჰეროინის შემცველი 57,191 გრ ნარკოტიკი ამოიღო

კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გოჩა გ. ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე ამხილეს.

სამართალდამცელებმა, ახმეტის რაიონში, ალავერდის ქუჩაზე, გოჩა გ-ს საცხოვრებელი სახლის ეზოდან უკანონოდ მოჭრილი წიფლის ჯიშის პირველი ხარისხის სამასალე მერქანი ამოიღეს. გარემოს მიმართ მიყენებული ზიანი 1348 ლარს შეადგენს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშირუსთავის საავადმყოფოში მრავლობითი ჭრილობებით ახალგაზრდა მამაკაცი გადაიყვანეს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი დღეს გურიის რეგიონს ეწვევა