შსს-მ ოზურგეთში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

ჯანმრთელობისთვის საშიში შებოლილი თევზის დამზადება-გასაღების ფაქტზე, შპს ,,დონატოს

შსს-ს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული დავით ტ. ყაჩაღობის ბრალდებით ოზურგეთში დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული თანამზრახველთან ერთად 14 აპრილს ოზურგეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე “რომპეტროლის” ბენზინგასამართ სადგურში ნიღბითა და პისტოლეტით შეიარაღებული შეიჭრა. მათ ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 300 ლარი გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ნიღბები და ცეცხლსასროლი იარაღი შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

banner
წინა სტატიაშიგურიაში 100 მლნ დოლარის ღირებულების ინვესტიცია განხორციელდება
შემდეგი სტატია28 ივნისის სპექტაკლი ბოლო იქნება, რომელიც ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობის გარეთ გაიმართება