შსს-მ მლეთაში ჩარჩენილი მძღოლები სასმელი წყლით, საკვებით და საწვავით მოამარაგა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მლეთაში დიდთოვლობაში ჩარჩენილ მძღოლებს სასმელი წყალი და საკვები პროდუქტები ჩაუტანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს უფროსმა კახა ბუხრაძემ და მისმა თანამშრომლებმა მლეთაში ჩარჩენილი სატვირთო ავტომანქანების მძღოლებს საწვავი დაურიგეს.

ამ დროისთვის სულ 42 სატვირთო ავტომანქანისთვის 55-55 ლიტრი საწვავი დარიგდა.

banner
წინა სტატიაშიპარიზში ერთიანობის მხარდასაჭერ მარშს სერგეი ლავროვი დაესწრება
შემდეგი სტატიაეკონომიკის სამინისტრო ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის აუქციონზე გატანას გეგმავს