შსს-მ კახეთში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1972 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი ვასილ ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თელავის რაიონის სოფელ იყალთოში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, მამას – 1939 წელს დაბადებულ ჯიმშერ ა-ს ცემისას სხეულზე დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ჯიმშერ ა. ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვასილ ა. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიიყალთოში შვილმა მამა ცემით მოკლა
შემდეგი სტატია“რიგის სამიტზე ძალიან კონკრეტული შედეგების დემონსტრირება იქნება”