შსს-მ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი ესპანეთის მოქალაქე დააკავა

შსს-სა და ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ესპანეთის მოქალაქე, 1976 წელს დაბადებული ზაირა ბ. თბილისში დააკავეს.

აღნიშნული პიროვნება ესპანეთის ინტერპოლის მიერ 21.07.2015 წლიდან საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა.

ზაირა ბ. დამნაშავედ არის ცნობილი ესპანეთის სსკ-ის 248-ე, 250-ე, 570-ე და 301-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც ფულის გათეთრებას, თაღლითობას და კრიმინალური ორგანიზაციის წევრობას ითვალისწინებს.

შსს-ს თანამშრომლებმა დაკავებული რუსთავის სასჯელაღსრულების ქალთა მეხუთე კოლონიაში შეასახლეს. ამჟამად მის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშისიონის ტბაში 20 წლის ბიჭი დაიხრჩო
შემდეგი სტატიაშსს-მ 88 აბი „ექსტაზი“ ამოიღო