შსს-მ ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავა

შსს-მ ჰეროინის შემცველი 57,191 გრ ნარკოტიკი ამოიღო

10Untkanonieriitledსამართალდამცავებმა ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისის საერთშორისო აეროპორტში 1978 წელს დაბადებული ლევან მარღია კანონიერი ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
“გამოძიებამ დაადგინა რომ ბრალდებული აღიარებს ქურდულ სამყაროს და გარკვეული პერიოდიდან მისი წესების დაცვით ცხოვრობს. გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლოს კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით)”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშისენაკის გამგებელი საკუთარი ბიზნესის გამო ჩივის
შემდეგი სტატიაანკარაში საქართველოს საელჩო, ომანის საკონსულოსთან გაუგებრობის აღმოფხვრაზე მუშაობს