შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

ჯანმრთელობისთვის საშიში შებოლილი თევზის დამზადება-გასაღების ფაქტზე, შპს ,,დონატოს

შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს
თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად,
1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კობა ს. განსაკუთრებით დიდი
ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით
ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 12 შეკვრად დაფასოებული
6,06 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით
2,073 გრ ჰეროინს შეიცავს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3
ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

banner
წინა სტატიაშიმთავარი პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება სრულიად ახალი წესით მოხდება.
შემდეგი სტატიასაქართველოში 3,7 მილიონი მოქალაქე დავრჩით, რაც კატასტროფაა–ირაკლი ღარიბაშვილი