შსს მოქალაქეებს მოუწოდებს, თბილისის ქუჩებში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ

შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილება განხორციელდა

შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილება განხორციელდასაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, თბილისის ქუჩებში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.
დედაქალაქში მომხდარმა სტიქიამ ზოოპარკში ვოლიერების დაზიანება და ცხოველების გარეთ გამოსვლა გამოიწვია.შსს თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობს და მაქსიმალურად აკონტროლებს შექმნილ ვითარებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა დანაყოფი მობილიზებულია იმისათვის, რომ აღნიშნული ცხოველების დაძინება და ზოოპარკში დაბრუნება დროულად მოხდეს. ამ დროისათვის რამდენიმე ცხოველის დაძინება უკვე მოხდა, ხოლო რამდენიმეს – ლიკვიდაცია გახდა საჭირო.
უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, სამინისტრო ურჩევს მოსახლეობას თავი შეიკავოს ქუჩებში გადაადგილებისგან და თუ კი ვინმე შეამჩნევს რომელიმე ცხოველს, დაუყონებლივ დარეკოს 112-ზე და შეატყობინოს სამართალდამცველებს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო მოსახლეობას პერიოდულად მიაწვდის.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია: მერიაში საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართება
შემდეგი სტატიაადგილობრივმა მოსახლეობამ ორი ლომი შენიშნა ვაკე-საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე