შსს ლაგოდეხში ორი ადამიანის მკვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

შსს ლაგოდეხში ორი ადამიანის მკვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

შსს ლაგოდეხში ორი ადამიანის მკვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებსშსს ლაგოდეხში ორი ადამიანის მკვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, შსს-მ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1979 წელს დაბადებული თეიმურაზ ქ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ლაგოდეხის რაიონში, სოფელ აფენში ურთიერთშელაპარაკებისას 1955 წელს დაბადებული მერაბ კ. და 1979 წელს დაბადებული მიხეილ კ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თეიმურაზ ქ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი – რეგისტრირებული სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით)

 

შეგახსენებთ, რომ შელაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდამ მისი თანატოლი და ბიძა სახლთან მოკლა. ერთ-ერთი ვერსიით 1979 წელს დაბადებულმა ახალგაზრდამ მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე ჩაიდინა.

banner
წინა სტატიაშისახეზე გვაქვს სავალუტო კრიზისი, რომელიც შესაძლოა სავალუტო კრახიც იყოს-რომან გოცირიძე
შემდეგი სტატიამთავრობა აღმოჩნდა უუნარო–დავით ონოფრიშვილი