შსს ,,თავისუფალი ზონის,, გოგონებზე დევნას აპირებს – ვაშაძის ბრიფინგი

პარლამენტის წევრმა ნაციონალური მოძრაობიდან გიორგი ვაშაძემ, თავისუფალი ზონის აქტივისტ გოგონებთან ერთად, რომლებიც ბანერების გაკვრის გამო პოლიციამ დააკავა, ბრიფინგი გამართა, სადაც ხელისუფლებას ამ ადამიანების დევნისაგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა…

,,ჩვენთვის ცნობილი გახდა რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო აპირებს აბსოლუტორად უკანონოდ ამ ახალგაზრდა გოგონების დაკავებას და ამისთვის სპეციალური ჯგუფის გამოყოფას. ჩვენ გვინდა აქვე ხაზი გაუსვათ რომ ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე რომ როცა ქალაქში და ზოგადად ქვეყანაში სწორედ მათ მიერ და დღევანდელმა ვიდეო ჩანაწერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა რომ სწორედ მათ მიერ შექმნილი რადილაკური ჯგუფები ხალხს უვარდებიან ოფისებში ცემა-ტყეპა არის ქუჩებში და არანაირ რეაგირებას არ აკეთებს ამაზე კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები, პირიქით ისინი თვითონ აქეზებენ და მართავენ ამ პროცეს. და აი ამ ფონზე მათ სურვილი აქვთ რომ დააკაონ ეს გოგონები ერთადერთი რამის გამო, მათ ისარგებლეს გამოხატვის თავისუფლების უფლებით. რაც ამ ადამიანებმა გააკეთეს ეს იყო მშენებარე ობიექტების მესერზე წარწერების გაკეთება, რაც კანონით არ იგრძალება, მაგრამ მიუხედავად ამისა შინაგან საქმეთა სამინისტროს ოცდაათ კაციანმა დაჯგუფებამ დააკავა ისინი, უკანონო პატიმრობაში ყავდა შინაგან საქმეთა სამინისტროში და დღეს უკვე სურვილი აქვთ რომ იძულებით მიიყვანონ დაკითხვაზე და რაგაც პროცედურა გამოიყენონ. ჩვენ ხმამაღლა ვაცხადებთ რომ გოგონები მზად არიან მივიდნენ სასამართლოში და ნებისმიერი ჩვენება მისცენ სასამართლოს,მაგრამ ის რასაც აკეთებს დღეს ხელისუფლება არის მართლაც გაუგონარი უკანონობა, ნაცვლად იმისა რომ ებრძოლონ კრიმინალს და ჯგუფებს რომლებიც ადამიანებს ქუჩებში ხვდებიან, სცემენ და სხვადასხვა საშუალებებს იყენებენ და შეიარაღებულებიც კი არიან. აი ამ ახალგაზრდა გოგონებზე უნდათ რომ შური იძიონ. ეს ნამდვილად არ არის ის პროცესი რაც დემოკრატიას შეესაბამება, ეს კარგად არ დამთავრდება, ამიტომ მოუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელებს და პირადად შინაგან საქმეთა მინისტრს, ქვეყნის პრემიერ მინისტრს რომელსაც აღარავინ არაფერს აღარ ეკითხება ამ ქვეყანაში, მოუწოდებთ რომ შეწყვიტონ ძალადობა და მისცენ გამოხატვის თავისუფლების რეალიზების შესაძლებლობა ადამიანებს ქვეყანაში,, განაცხადა ვაშაძემ

,,ჩვენ ვმოქმედებდით კანონის ფარგლებში, ვაკეთებდით წარწერებს რომელიც არანაირად არ იყო კანონდარღვევა, ეს იყო აზრის გამოხატვის თავისუფლება წარწერებით „21 მარტი“ და „გადადგეს მთავრობა“ მიუხედავად ამისა მათ დაგვაკავეს უკანონოდ. ჩვენ მზად ვართ გამოვცხადდეთ სასამართლოში და ვითანამშრომლოთ სამართალდამცავ ორგანოებთან.,, განაცხადეს ,,თავისუფალი ზონის,,აქტივისტმა გოგონებმა

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი ზუგდიდის კულტურის ცენტრში, ე.წ. ციხის კადრების შემცველი ფილმის ჩვენებაზე სკოლის მოსწავლეების დასწრებას ეხმაურება
შემდეგი სტატიაარ ვთვლი, რომ აუცილებელია მთავრობის წევრების დასწრება პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის დროს