შსს დავით მიქაიშვილის დაკითხვის ფაქტს ადასტურებს

miqiashvili123ქალაქ თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი დავით მიქიაშვილი მოწმის სტატუსით დაიკითხა. შესაბამისი ინფორმაცია ,,თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა დაუდასტურა.

,,გიდასტურებთ, რომ დავით მიქიაშვილი მართლაც იყო პროკურატურაში დაბარებული. მასთან მედიაში ბოლო დროს გავრცელებულ ვიდეო-კადრების ერთ-ერთ ეპიზოდზე ჰქონდათ კითხვები, თუმცა მეტ დეტალს გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე ამ ეტაპზე ვერ გავაჟღერებთ”- განუცხადეს ,,თაიმერს” შსს-ს პრეს სამსახურში.

შეგახსენებთ, ქალაქ თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი თბილისის პროკურატურაში გუშინ სამი საათის განმავლობაში იმყოფებოდა.
,,თაიმერის” ჟურნალისტის ინფორმაციით მიქიაშვილი პროკურატურაში დაახლოებით 18:30 საათზე შევიდა და 21:30 წუთისთვის უწყების მიმდებარე ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა.

,,თაიმერის” მიერ ექსკლუზიურ სკანდალურ კადრებში, რომელიც საინფორმაციო სააგენტოს გიორგი ბაბუნაშვილმა მიაწოდა მიქიაშვილიც ფიგურირებს.

იხილეთ ამავე თემაზე: http://www.timer.ge/?p=48500

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი: მთავრია, „რუსთავი 2“-მა გააგრძელოს მაუწყებლობა
შემდეგი სტატიადეპუტატ დავით ლორთქიფანიძეს პიჯაკი შემოახიეს