შსს გზებზე დაწესებულ შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მახათას მთაზე მშენებარე ტაძრის ჯვრის კურთხევის გამო გზებზე დაწესებულ შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებას “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ:
“შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ 20 სექტემბერს 17:00 საათიდან 21:00 საათამდე, ხოლო 21 სექტემბერს დილის 08:00 საათიდან 14:00 საათამდე, თბილისის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძრის ჯვრის კურთხევასთან დაკავშირებით, ავტომანქანები ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონიდან მახათის მთის მიმართულებით იმოძრავებენ ცალმხრივად, ხოლო ტაძრიდან ცენტრისკენ ლოტკინის მიმართულებით დაბრუნდებიან”, – ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში პრემიერის და პრეზიდენტის ხელმძღვანელობით ცალ-ცალკე დელეგაციები გაემგზავრებიან
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარია – ორი ქვეყანა ვართ, აშშ-ში ორი დელეგაცია რომ მიდის?