შსს აგვისტოს თვის და იანვარ-აგვისტოს დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგვისტოს თვის და იანვარ-აგვისტოს დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს. შსს-ს ინფორმაციით, 2015 წლის აგვისტოს თვეში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების (მთავარი პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო) მიერ რეგისტრირებულ იქნა 3402 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1463 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 43%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -3.82%.
აგვისტოში შსს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულ იქნა 2278 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1293 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 56.76%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული
კლებაა -5.28%.
2015 წლის იანვარ-აგვისტოს თვეებში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებულ იქნა 23550 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 13307 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 56.51%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -4.55%.
2015 წლის იანვარ-აგვისტოს თვეებში შსს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულ იქნა 16619 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 11007 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 66.23%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -4.81%.

banner
წინა სტატიაშიარჩილ ხაბაძე დღეს აჭარის უმაღლეს საბჭოშია დაბარებული
შემდეგი სტატიასასჯელაღსრულების სამინისტრო გიგი უგულავასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს