შრომის პირობების ინსპექტირების ორგანოს შექმნასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით, მიმდინარე წლის 26 მარტს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლების ჩათულობით შეიქმნება სამუშაო (საკოორდინაციო) ჯგუფი საქართველოს მთავრობის მიერ შრომის პირობების ინსპექტირების ორგანოს შექმნასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ ბოლოს ორი თვის განმავლობაში საქართველოს მთავრობის დადგენილებებით განისაზღვრა შრომის პირობების ინსპექტირების ორგანოს შექმნა და დამტკიცდა შრომის პირობების მონიტორინგის პილოტირების სახელმწიფო პროგრამა.

ვინაიდან დადგენილებების პრაქტიკაში აღსრულების მიზნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახლო მომავალში გეგმავს პრაქტიკული ღონისძიებების განხორციელებას მიზაშეწონილად ჩაითვალა სამუშაო ჯგუფის პირველ სხდომაზე ჯგუფის წევრების შეხვედრა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გაიოზ თალაკვაძეს და შრომისა და დასაქმების დეპარტამენტის უფროსს, ელზა ჯგერენაიასთან.

ბიზნესის წარმომადგენლებს ექნებათ საშუალება პირველი წყაროდან მიიღონ კონკრეტული ინფორმაცია ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც მოჰყვება დისკუსია და სამინისტროსადმი ბიზნეს ხედვის წარდგენა.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობა” – პროგრამა “აწარმოე საქართველოში” “ქართულმა ოცნებამ” საკუთარი ლიდერების გამდიდრებისთვის გამოიყენა
შემდეგი სტატიაგოჩა რატიანი – მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ჯარისკაცის უფლებები მაქსიმალურად დაცულია