შოთა მალაშხია: უახლოეს პერიოდში საქართველოს სახელმწიფო არ იქნება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი შოთა მალაშხია, „პრაიმტაიმის“ პრეს-კლუბში აცხადებს, რომ დღეს საქართველოში უმძიმესი მდგომარეობაა და თუ ასე გაგრძელდა, უახლოეს მომავალში ჩვენი სახელმწიფო აღარ იარსებებს.

„ეს არის ის რეალობა, რაცა გვაქვს, იმიტომ რომ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა საქართველოში. თქვენ ხედავთ რა მდგომარეობაშია ლარის კურსი, ეს ყველაფერი, რომ ნომრმალურად გავიაზროთ ციფრებში. 2 პროცენტიანი ზრდა რეალურად რას ნიშნავს, ეს იმას ნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოს სახელმწიფო არ იქნება, ჩვენი დონის სახელმწიფოს, ლიტვას ამ ტემპებით 75 წლის შემდეგ დავეწევით, რაც შეეხება დანიას, დავეწევით 141 წლის შემდეგ. თუ აიღებთ იმ კურს, რაც იყო ჩვენი ხელისუფლების პერიოდში. იგივე პენსია ჩვენ დროს იყო 75 დოლარის ეკვივალეტნის, ახლა არის 70 დოლარი. 2012 წელთან შედარებით დღევანდელმა ბიუჯეტმა დაიკლო 100 მილიონით“, – განაცხადა შოთა მალაშხიამ.

banner
წინა სტატიაშითამარ ბერუჩაშვილი: სანქციები რჩება როგორც მნიშვნელოვანი ელემენტი რუსეთზე ზეწოლისა
შემდეგი სტატიანიკა მელიამ 21 მარტის აქციასთან დაკავშირებით მერიაში შეტყობინება შეიტანა