შოთა მალაშხია – “ნაციონალური მოძრაობა” “აფხაზთა კრებასთან” ერთად დევნილების მძლავრი მოძრაობის ჩამოყალიბებას გეგმავს

“აფხაზთა კრების” ინფორმაციით, მათ მიერ პლაკატების გაკვრას სამართალდამცველებმა უკანონოდ შეუშალეს ხელი. როგორც “აფხაზთა კრებაში” შემავალი მოძრაობა “დაბრუნების” ხელმძღვანელმა მალხაზ პატარაიამ და საპარლამენტო უმცირესობის წევრმა შოთა მალაშხიამ დღეს “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, “აფხაზთა კრების” წარმომადგენლები მელიქიშვილის გამზირზე, ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტის ღობეზე პლაკატებს აკრავდნენ, რის საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. მსგავსი პრობლემები “აფხაზთა კრების” წარმომადგენლებს რამდენჯერმე შეექმნათ.
რაც შეეხება პლაკატების შინარსს, ისინი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნების დანიშვნას და აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელის გადადგომას შეეხება.
როგორც დეპუტატმა შოთა მალაშხიამ აღნიშნა, თბილისის საკრებულოს დადგენილებით გათვალისწინებულია თუ სად შეიძლება მსგავსი შინაარსის პლაკატების გაკვრა და ერთ-ერთია სწორედ სამშენებლო ტერიტორიის შემომსაზღვრელი დროებითი ღობეები.
“დევნილებმა მომმართეს, რომ მათ აუკრძალეს მელიქიშვილზე, ღობეზე პლაკატების გაკვრა. ვაპირებ ხვალ, 14:00 საათზე მათთან ერთად მივიდე იგივე ადგილზე და გავაკრათ ეს პლაკატები. თუ ასეთივე წინააღმდეგობა იქნა, გპირდებით ამ პლაკატებს გავაკრავთ შუშის სასახლეში, რომ პირდაპირ იმ ადამიანმა ნახოს, ვინც ამ პლაკატების გაკვრას კრძალავს. ამიტომ არა მარტო ამ, არამედ სხვა აქტებითაც “აფხაზთა კრებასთან” ერთად ვაპირებთ დევნილების მძლავრი მოძრაობა ჩამოვაყალიბოთ”, – განაცხადა შოთა მალაშხიამ.

banner
წინა სტატიაში3 ათსამდე თურქეთელმა ქართველმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა+ ფოტო
შემდეგი სტატიაადეიშვილის, მერაბიშვილისა და მესხელის „ასპიტთა ბუდე“