შოთა არველაძემ ,,ქასიმფაშას,, მწვრთნელის პოსტი დატოვა

5971813 მარტს ღამე, შოთა არველაძემ თურქეთის ჩემპიონატში ,,ტორკუ ქონიასპორთან,, წაგებული გასვლითი მატჩის შემდეგ, ,,ქასიმფაშას,, მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადადომის შესახებ განცხადება გააკეთა.

,,უფრო მეტი ქულა უნდა დაგვეგროვებინა… თამაშის შემდეგ, როგორც ,,ქასიმფაშას,, მწვრთნელმა ეს გადაწყვეტილება მივიღე და ვფიქრობ ეს მისაღები იქნება კლუბისთვის… ამ თემაზე ბევრი ლაპარაკი არ მსურს,, განაცხადა შოთა არველაძემ. მან მადლობა გადაუხადა კლუბს, ბაზის, სტადიონის ტანამშრომლებს, ყველა მეგობარს ვინც მხარში ედგა მას და მომავალში წარმატებები უსურვა ,,ქასიმფაშას,,

შოთა არველაძე მესამე სეზონია, რაც თურქულ კლუბ ,,ქასიმფაშას, უდგას სათავეში… გასულ წელს საკმაოდ წარმატებული სეზონის შემდეგ ,,ქასიმფაშას,, რომელიც თურქულ გრანდად არ ითვლება, ამ სეზონში შვიდეულში მოხვედრის შანსიც არააქვს. აღსანიშნავია, რომ ,,ქასიმფაშამდე,, შოთა არველაძე კიდევ ერთ თურქულ კლუბ ,,კაიზერისსპორს,, წვრთნიდა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილის გადაცემის პრომო
შემდეგი სტატიააშშ პოლონელებს ,,პეტრიოტის,, გამოყენებას ასწავლის