შინაგან საქმეთა სამინისტრო გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსსა და ჟურნალისტს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შსს-ს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი - კობა ცერცვაძე დაემუქრა.

შსს-ს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი - კობა ცერცვაძე დაემუქრა.შინაგან საქმეთა სამინისტრო გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსსა და ჟურნალისტს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“დღეს ტელეკომპანია „მაესტროს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ტელეკომპანიის ჟურნალისტი შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლაში ადანაშაულებს. კერძოდ, იგი აცხადებს, რომ მთავრობის წევრებთან მისვლის და შეკითხვების დასმის საშუალება არ მიეცა.

იმის მიუხედავად, რომ დღეს ქ. ოზურგეთში დაგეგმილ ღონისძიებებს ყველა მედიასაშუალება და ჟურნალისტი დაუბრკოლებლად აშუქებდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია მზად არის ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტის განცხადების საფუძველზე დაიწყოს მოკვლევა და სამართალდარღვევის შემთხვევაში, აღნიშნულზე რეაგირება მოახდინოს”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსნებთ, რომ ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვა „იყო თუ არა პრემიერი საქმის კურსში, რომ მის ვიზიტს გურიაში “ნაციონალური მოძრაობის” წევრების დააკვება მოჰყვა“ ჟურნალისტის მიმართ შსს-ს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის კობა ცერცვაძის მხრიდან მუქარა მოჰყვა.

„გურიის პოლიციის უფროსმა პრემიერიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით გამიყვანა და მოითხოვდა ამეხსნა, რატომ დავუსვი ირაკლი ღარიბაშვილს ეს კითხვა. ამბობდა, რომ მე გურიის პოლიციელები პრემიერთან დავასმინე. ასევე მეუბნენოდა, რომ შეეძლო დავეკავებინე და განყოფილებაში წავეყვანე. მთხოვდა ჟურნალისტის მოწმობას, რომელიც მანქანაში მქონდა. ჩემი გაუჩინარების შემდეგ, ჟურნალისტებმა დაიწყეს ჩემი მოძიება. ჟურნალისტები კამერებით მოვიდნენ მათი დანახვის შემდეგ პოლიციის უფროსმა საუბრის ტონი შეცვალა. სამხარეო პოლიციის უფროსთნ საუბარი მთავრობის პრესსამსახურის წარმომადგენელ ანა გოჩაშვილთან ერთად გაგრძელდა. პოლიციის უფროსმა მითხრა, რომ მე თავი მუშად გავასაღე და მოვიტყუე. მან გოჩაშვილთან ერთად თქვა, რომ ვერაფერს მომაჭამთო… ანამ ეს გაიგონა და უთხრა არ გრცხვენიათ, რას ამბობთო და არაფრის მრცხვენიაო“

banner
წინა სტატიაშისაქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გურიის რეგიონის სკოლებში სასწავლო პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს
შემდეგი სტატიასიერიელ მიგრანტებთან გადაღებული სელფი