შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

 

გორის რაიონის სოფელ წითელუბინისა და ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე  ე.წ. ,,საზღვრის გავლების” ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეციალური განცხადებით ეხმაურება. ,,თაიმერი” განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.

,,მიმდინარე წლის 10 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, გორის რაიონის სოფელ წითელუბნისა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს ე.წ. ,,საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერები უკანონოდ იქნა აღმართული.

მნიშვნელოვანია, რომ ორივე ტერიტორიის სიახლოვეს ბაქო-სუფსას მილსადენის გარკვეული სეგმენტები მდებარეობს და განხორციელებული უკანონო ქმედებით სოფელ ორჭოსანის მიმდებარეტერიტორიაზე ნავთობსადენის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიზანმიმართულ პროვოკაციული ქმედების გამო, რომელიც მიმართულია სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ და საფრთხეს უქმნის ადგილზე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას”– ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიშსს სოფელ ხურვალეთში ე.წ. საზღვრის ბანერების დამონტაჟებას ადგილზე სწავლობს
შემდეგი სტატიაწალენჯიხაში წვიმის გამო გამგეობა საგანგებო რეჟიმში მუშაობს