შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკაში, აპრილის თვის და იანვარ-აპრილის დანაშაულის სტატისტიკური მონაცემებია მოცემული.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, სტატისტიკა როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მონაცემებს ასახავს, რომელიც საქართველოში არსებულ იმ სამინისტროების სტრუქტურაში შემავალ დანაყოფებს მოიცავს, რომლებიც თავიანთი ქვემდებარეობის მიხედვით გამოძიებას სისხლის სამართლის საქმეებზე აწარმოებენ, კერძოდ: მთავარი პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე, აქვეყნებს დანაშაულის სტატისტიკას შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების მონაცემებს საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით.

შსს-ს თანახმად, 2015 წლის აპრილში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებულია 2 981 დანაშაული, რომელთაგან 1 277 დანაშაული გაიხსნა. დანაშაულის გახსნის პროცენტია 42.84%, ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -7.22%.

2015 წლის აპრილში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულია 1958 დანაშაული, რომელთაგან 1 102 დანაშაული გაიხსნა. დანაშაულის გახსნის პროცენტია 56.28%, ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -8.68%.

2015 წლის იანვარ-აპრილის თვეებში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებულია 11 787 დანაშაული, რომელთაგან 6 226 დანაშაული გაიხსნა. დანაშაულის გახსნის პროცენტია 52.82%, ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -12.91%.

2015 წლის იანვარ-აპრილის თვეებში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულია 8 139 დანაშაული, რომელთაგან 5 312 დანაშაული გაიხსნა. დანაშაულის გახსნის პროცენტია 65.27%, ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -15.88%.

banner
წინა სტატიაში„სრულიად შესაძლებელია 2016-ში საქართველოს და უკრაინას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა ჰქონდეთ“
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, თბილისის მერი ხუთი ახალი მრჩევლის დანიშვნას ითხოვს