შინაგან საქმეთა მინისტრს პრემიერი რამდენიმე დღეში დაასახელებს

შს ახალი მინისტრის კანდიდატურას პრემიერ-მინისტრი უახლოეს დღეებში დაასახელებს, მანამდე კი მინისტრის მოვალეობას კვლავ ვახტანგ გომელაური შეასრულებს.

ვახტანგ გომელაური პრემიერმა უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატურად დაასახელა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საკანონმდებლო ცვლილების შედეგად გამოიეყო, რომელიც შსს-ს ორად გაყოფას გულისხმობდა. ცვლილების თანახმად პირველი აგვისტოდან შეიქმნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების დაწესებულება იქნება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს პარლამენტი აირჩევს. დაგეგმილი რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში გადავა ისეთი დანაყოფები, როგორიცაა კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, კონტრტერორისტული ცენტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ანტიკორუფციული სააგენტო, სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტი – ე.წ. შავნაბადას დანაყოფი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში შემდეგი საპოლიციო დანაყოფები რჩება: კრიმინალური პოლიცია, საპატრულო პოლიცია, შს სამინისტროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები, მომსახურების სააგენტო, დაცვის პოლიცია, საგანგებო სიტუაციების სააგენტო.

banner
წინა სტატიაშიგლდანში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა
შემდეგი სტატიადაპირისპირება სოხუმის უნივერსიტეტში, რა შუაშია ტექნიკური უნივერსიტეტი და ქართული უნივერსიტეტი?!