შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის ვინაობა დღეს გახდება ცნობილი

გენერალური ინსპექციის მიერ, შსს-ს ბაზაში დაცული ინფორმაციის გაცემის ფაქტზე, სამინისტროს რიგებიდან 9 თანამშრომელია დათხოვნილი

შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის ვინაობა დღეს გახდება ცნობილი, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ.
მთავრობის ადმინისტრაციაში ჯერჯერობით არ ახმაურებენ, ვის წარადგენს პრემიერი შინაგან საქმეთა მინისტრად, თუმცა კულუარული ინფორმაციით, სამი კანდიდატურა განიხილება. საუბარია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ გიორგი მღებრიშვილის, შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროს ანზორ ჩუბინიძის კანდიდატურებზე.
შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც უწყებას უსაფრთხოების სამსახური გამოეყო და ვახტანგ გომელაური ახლად შექმნილი სამსახურის უფროსად დაინიშნა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების დაწესებულება იქნება, სწორედ 1-ელი აგვისტოდან შეუდგება მუშაობას.

banner
წინა სტატიაშიანაკლიაში გრანდიოზული მუსიკალური ფესტივალის Gem Fest-ი გაიხსნა+ფოტო
შემდეგი სტატიანარკოტიკების შემოტანისთვის ერთი პირი დააკავეს