შვეიცარიაში ფიფას ექვსი ჩინოვნიკი დააკავეს

_83243987_captureშვეიცარიის ფედერალურმა პოლიციამ ციურიხში ფიფას 6 ჩინოვნიკი დღეს დილით ადრე დააკავა. დაკავება ქალაქის ერთ-ერთ სატუმროში მოხდა.
ფიფას ჩინოვნიკები აშშ-ში ფულის გათეთრებაში, გამოძალვასა და თაღლითობაში არიან ბრალდებულები.
ფიფას ხელმძღვანელობა ციურიხში იკრიბება ყოველ წელს. შეხვედრები იწყება პარასკევს, რომლის დროსაც ორგანიზაციის ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩიონ.
ფიფას ახლანდელი პრეზიდენტის სურვილია მეხუთეჯერ იყოს ხელახლა არჩეული.

თვითონ ბლატერი არ არის დაკავებულთა შორის, აცხადებს ფიფას წარმომადგენელი ვალტერ დე გრეგორი “ასოშეიტედ პრესტან საუბარში”.
შვეიცარიის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ნიუ-იორკის აღმოსავლეთ რაიონის პროკურატურა იძიებს საქმეს, რომლის თანახმადაც დაკავებულები მილიონობით დოლარის მითვისებაში არიან ეჭვმიტანილი. საუბარია 1990-იანი წლებიდან დღემდე.

როგორც ცნობილია, პოლიციელებმა მიმღებში აირეს გადაღები და ნმერში ავიდნენ. ოპერაციამ ინციდენტის გარეშე ჩაიარა.

ბიბისის ცნობით დაკავებულთა შორის ფიფას ვიცე-პრეზიდენტი ჯეფრი უებია. ის ასევე კონფედერაციის ხელმძღვანელია ცენტრალურ ამერიკასა და კარიბის კუნძულებში.

ფიფას გენერალური მდივანი ჟერ ვალკე დაკავების ადგილზე მივიდა, მაგრამ კომენტარზე უარი განაცხადა.
ფიფა პირველ ყოვლისა, სიტუაციაში გარკვევას აპირებს, რომლის შემდეგაც მოხდება ოფიციალური განცხადების გამოქვეყნება.

banner
წინა სტატიაშიამის სათქმელად წავიდნენ პარტიიდან?
შემდეგი სტატიანოდარ ხადური – “ნაციონალური მოძრაობიდან” წასულ ოთხ ადამიანს, დარწმუნებული ვარ, ბევრი გაჰყვება