“შე უგუნურო…შე უჭკუო…შე უტვინო…”-როგორ და რატომ მიმართავს ირმა ინაშვილი ბეჟან გუნავას?

11040281_426780190818173_1578579689_n“საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”-ს გენერალური მდივანი, ირმა ინაშვილი, ოპოზიციონერ ბეჟან გუნავას სოციალური ქსელით პასუხობს.

ინაშვილი, აღნიშნავს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” და მასთან დაახლოებული სხვადასხვა ჯგუფი, მის წინააღმდეგ იბრძვის, ვინაიდან იგი, იმ პირთა სიის გასაჯაროებას აპირებს, რომელთაც ადამიანთა წამებაში ედებათ ბრალი.

“ამ პასუხს ბეჟან გუნავას ვწერ, არა როგორც პარტიის გენერალური მდივანი, არამედ როგორც… უბრალოდ ირმა ინაშვილი. შე უგუნურო, ბურჯანაძესთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს, სადღობელაშვილთაც და მრავალ სხვასთანაც, მაგრამ ჩვენ არც ალიანსში ვართ და არც ბლოკში.

შე უჭკუო, ნინო ჯღარკავა და მაკა რაზმაძე ჩემი მეგობრები არიან და არა პარტიის წევრები. ისინი თავისუფალი ადამიანები არიან და რასაც უნდათ, იმას დაწერენ. შე უტვინო, ჩვენს პარტიას რამის თქმა რომ სურდეს, შესაბამის განცხადებას გააკეთებდა.

გინდა აქციები მოაწყე და გინდა მანიფესტაცია, ან რისი მაქნისი ხარ, ან ვის აინტერსებს შენი გაკეთებული რაიმე?! შე უინტელექტო, ან რა იცი, ვის ვაკრიტიკებ და ვის-არა, ან სიტყვა “სატელიტის” მნიშვნელობა თუ გესმის, რა არის?! ან რა რეალური ოპოზიცია შენა ხარ?! შენ ოპოზიცია კი არა, არარაობა ხარ.

ჩვეულებრივი არარაობა. რეალურად ამ უაზრო ბრიფინგს ჩემს საქმიანობას ვუკავშირებ. ყველამ იცის, რომ ვამზადებ სახელმწიფო სტრუქტურების მაღალ თანამდებობებზე მომუშავე ზონდერების და ასევე, ნაცისტების მოკავშირეთა სიას.

ახლოვდება გამოქვეყნების დრო და ნაციონალური მოძრაობა, ასევე, დაინტერესებული ჯგუფები სხვადასხვა მხრიდან იწყებს შეტევას ჩემს წინააღმდეგ. მოკლედ გეტყვით: ვერ გამაჩერებთ!”,- წერს ირმა ინაშვილი.

banner
წინა სტატიაშირამდენიმე საათში მოსკოვში ნემცოვის პატივსაცემად სამგლოვიარო მარში გაიმართება
შემდეგი სტატია„როცა მთავრობას არ უნდა მოვიდეს, მოსახლეობა უნდა მივიდეს მთავრობასთან და უთხრას, რომ გადადგეს“