შეხვედრაზე „იეჰოვას მოწმეთა“ სამეფო დარბაზის მშენებლობის საკითხზე იმსჯელეს

თერჯოლის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის დარბაზში გაიმართა შეხვედრა, სადაც იმსჯელეს „იეჰოვას მოწმეთა” სამეფო დარბაზის მშენებლობის საკითხზე.
შეხვედრა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელობით ჩატარდა,რომელსაც მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ ჩუბინიძე, მართლმადიდებელი მრევლი, სასულიერო პირები, თერჯოლა–ტყიბულის ეპარქიის ეპისკოპოსი მეუფე გიორგი შალამბერიძე და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მუნიციპალიტეტის გამგებლმა, თეიმურაზ ჯაფარიძემ აღნიშნა რომ: „მზად არიან დიალოგისთვის და „იეჰოვას მოწმეებს“ შესთავეზეს ალტერნატიული ადგილი, სადაც შეძლებენ სამეფო დარბაზის მშენებლობის დასრულებას“.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლების თქმით: „გამორიცხულია თერჯოლაში რელიგიურ ნიადაგზე მოხდეს დაპირისპირება და ტყუილად აქვს ვინმეს სურვილი ასე წარმოაჩინოს“.
“იეჰოვას მოწმეებმა” ამ დისკუსიაში მონაწილეობა არ მიიღეს.

banner
წინა სტატიაშისტრეპტოკოკური ინფექციით თბილისში ორი ადამიანი გარდაიცვალა
შემდეგი სტატია1 წუთიანი უკრაინული კლიპი 9 მაისზე (VIDEO)