შეცდომა, რომლის გამოც კანკავამ პოლონეთთან მატჩი გამოტოვა

bonek2პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ზბიგნევ ბონეკის აზრით, უკრაინული ,,დნეპრის,, ქართველმა ნახევარმცველმა შეცდომით გამოტოვა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩი პოლონეთთან, რადგან ნაკრების მესვეურებმა ჩათვალეს, რომ მას სამი ყვითელი ბარათი ჰქონდა… ამის შესახებ პოლონური მედია იტყობინება.
უეფას წესების თანახმად, საკვალიფიკაციო მატჩს ტოვებს ის ფეხბურთელი, რომელსაც 3 ყვითელი ბარათი აქვს მიღებული… კანკავას კი მხოლოდ 2 ჰქონდა მიღებული.
,,ალბათ ქართველებს შეეშალათ კანკავასთან მიმართებაში… მათ იფიქრეს, რომ ის დისკვალიფიცირებულია, მაგრამ თამაშს 3 ყვითელი ბარათის შემთხვევაში გამოტოვებენ და კანკავას მხოლოდ 2 ჰქონდა. უეფა თამაშამდე რამდენიმე ხნით ადრე აგზავნის მოთამაშეთა სიას… თუ ფეხბურთელის გვარის გასწვრივ ვარსვკვლავია აღნიშნული, ეს ნიშნავს, რომ არის დისკვალიფიკაციის რისკი. შესაძლებელია ქართველებმა იფიქრეს, რომ ეს უკვე დისკვალიფიკაციის ნიშანი იყო,, განაცხადა ზბიგნევ ბონეკმა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს სახელმწიფო დეპარტამებტი: საქართველო საერთაშორისო ტერორიზმის წყაროა
შემდეგი სტატიარუსი ნაცისტების მიერ მოკლულ ირაკლი კუხალეიშვილს ზუგდიდში დაასაფლავებენ