«შეუსრულებელი მისია» 20 წელი ბიზნესში

sheusrulebeli misia
ყოველი ახალი ფილმით მისია უფრო მეტად შეუსრულებლი ხდება.
თითქმის 20 წელი გავიდა პირველი «შეუსრულებელი მისიიდან». მაშინ ტომ კრუზი 34 წლის იყო. მაშინ უკვე გამოსული იყო მისი «წვიმის კაცი» და «ფირმა». თითქოს არაფერი იყო ისეთი, მას რომ არ მიეღწია.
მისი ახალი ფილმი «შეუსრულებელი მისია» მესამე იყო მსოფლიოში შემოსავლების მიხედვით.
20 წლის შემდეგ ტომ კრუზი მეტად ძლიერი და ყოვლისშემძლე გახდა. მისი გმირი იტან ჰანტი უფრო მეტად დაუმარცხელბელია.
«მისიის» პირველი ფილმი იმავე სახელწოდების 1960-იანი წლების სერიალის რიმეიქია. 1996 წლის ითან ჰანტი ახალგაზრდაა, აზარტული, ჯიუტი და ცხადია, თავის წინამორბედებზე მეტად მოძრავი.
ფილმის რეჟისორი ბრაიან დე პალმა იმ დროისთვის უკვე ერთ-ერთი ცნობილი რეჟისორი იყო.
ფილმში არ ხდება არც ერთი გასროლა – დღეს, ალბათ წარმოუდგენელია ჯაშუშებზე ფილმი სროლის გარეშე.
«მისიის» პირველი ნაწილი ერთადერთია, სადაც გმირი თვითონ იკეთებს ნიღაბს. სხვა შემთხვევაში ეს კომპიუტერული გრაფიკაა. პირველი სამი ნაწილის ტექნოლოგიების სპეციალისტი ვინგ რეიმსია. ის უწყობს ტომ კრუზს სუპერსაიდუმლო ოთახში რბოლას, რომელიც ცეერუს შენობაშია განთავსებული. ამბობენ, იმისთვის, რომ ოთახშის კედლებს რა მინარცხებოდა, ტომ კლუზი ჩექმებში მონეტებს იყრიდა.
“შეუსრულებელი მისია 2” – 2000 წელი.
გაქირავების შემოსავალი დაახლოებით ნახევარი მილიარდი დოლარი. ფილმის სრული ბიუჯეტი – 80 მილიონი დოლარი. ის ჯონ ვუმ, კიდევ ერთმა ლეგენდარულმა რეჟისორმა გადაიღო.
«მისიის» მესამე ფილმის რეჟისორობაზე დევიდ ფინჩერმა უარი თქვა და როცა ჯო კარნახანმა, რომელიც ფილმს 15 კვირა იღებდა, ის მიაგდო, ტომ კრუზმა ჯეი ჯეი აბრამსს მიმართა – მაშინ ჯერაც ყველასთვის უცნობ რეჟისორს. ის ახლა მეგა-ვარსკვლავია და იღებს «სტარტაკს» და «ვარსკვლავურ ომებს», მაშინ კი გადაწყვეტილება, რომ მისია, რომლის ბიუჯეტი იყო 150 მილიონი დოლარი, მას გაეკეთებინა, ძალიან სარისკო იყო. აბრამსი დღემდე მონაწილეობს ფილმში პროდუსერის რანგში. ზუსტად მის დროს შეიძინა მტერმა მტრისთვის დამახასიათებელი რეალური ფორმები.
2011 წლის მისიაში ტომ კრუზს, რომელიც ყველა ფილმში თვითონ ასრულებს ტრიუკებს, ხელთათმანებით ძრომიალმა მოუწია მსოფლიოში ყველაზე მაღალ დუბაის ბურჯ-ხალიფას კოშკზე.
ზუსტად ამ ფილმში გამოიყენეს პირველად Apple-ის გაჯეტები.
ტომ კრუზი 20 წლის შემდეგაც ისეთივე მოძრავი, ძლიერი და საინტერესოა, როგორც პირველ ფილმში.
2015 წლის «მისიის» რეჟისორი კრისტოფერ მაკკუორია. მის ხელში მოქმედებები მასშტაბურ ფორმებს იღებს, შეიძლება ითქვას ფანტასმაგორიულსაც. დეტალები უკანა პლანზე გადადიან.
ფილმის ამერიკული ჩვენება სუპერწარმატებული იყო და შემქმნელები «მისიის» მეექვსე ნაწილზე უკვე ფიქრობენ, რომლის გადაღებები გაზაფხულისთვის დაიწყება.

მასალა მომზადებულია ბიბისის მიხედვით

banner
წინა სტატიაშიინდოეთში 5 ქალი ჯადოქრობის ბრალდებით მოკლეს
შემდეგი სტატიასამგორში სიგარეტების ქარხანაში სახანძრო რაზმია მობილიზებული