შესაძლოა, მესამე სექტორზე ახალი რეგულაციები დაწესდეს

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პარლამენტის მიერ მათი შეზღუდვის მქონე რეგულაციების დაწესებას არ გამორიცხავენ.

ეს ეჭვი მესამე სექტორის წარმომადგენლებს ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ გაუჩნდათ.

ყოფილმა პრემიერმა კვლევის შედეგების გამოქვეყნება დაანონსა, რომელიც ეკა გიგაურის, ნინო ლომჯარიასა და კახა კოჟორიძის საქმიანობას ეხება.

არასამთავრობოები სამოქალაქო სექტორში წასული ივანიშვილისგან მეტ კონკრეტიკას ითხოვენ.

არასამთავრობო სექტორისთვის საკანონმდებლო დონეზე რაიმე რეგულაციების დაწესების გეგმას ამ ეტაპზე მმართველ გუნდში არ ადასტურებენ.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურაში ახალი დეპარტამენტი შეიქმნა
შემდეგი სტატია“პანორამა თბილისის” მშენებლობას 16 არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფლების მოედანზე გააპროტესტებს