შენგენის ზონაში სასაზღვრო კონტროლი წესდება

შენგენის ზონაში სასაზღვრო კონტროლი წესდება

შენგენის ზონაში სასაზღვრო კონტროლი წესდებაგერმანია, ავსტრია და ჩეხეთი სასაზღვრო კონტროლის გამკაცრებას იწყენებენ, რომელიც ქვეყნებში ლტოლვილების დიდი რაოდენობით შესვლას უკავშირდება.
ჩეხეთის მთავრობის განცხადებით, ავსტრია-გერმანიის რკინიგზის მოძრაობის დროებით შეწყვეტის გამო ლტოლვილების ნაკადი გერმანიაში ჩეხეთიდან შეეცდება შესვლას.

ჩეხეთის შს მინისტრმა მილან ჰოვანეცმა სასაზღვრო კონტროლის შემოღების აუცილებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ადვილი შესაძლებელია ზომების გამკაცრება გახდეს საჭირო.
ოდნავ ადრე, საზღვრებზე კონტროლის გამკაცრებაზე გერმანიის შს მინისტრმა ტომას დე მეზერმაც ისაუბრა. მისი თქმით, სხვა შემთხვევაში გერმანია უბრალოდ, ვერ აუვა მიგრანტების ნაკადს.

“ზომების მიზანია გერმანიაში შემომავალი მიგრანტების რაოდენობის შემცირება და მათი დარეგისტრირების პროცესში წესრიგის აღდგენა” – განაცხადა მინისტრმა.

გუშინ მიუნჰენის ქალაქის მთავრობამ განაცხადა, რომ ვერ აუდიან ლტოლვილების ნაკადს, რომლებიც უკანასკნელი დღეების მანძილზე შემოვიდნენ აფრიკის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან.
გერმანიის ვიცე-კანცლერმა ზიგმარ გაბრიელმა განაცხადა, რომ ქვეყანამ თითქმის ამოწურა მიგრანტების მიღების ყველა რესურსი.
“ევროპის უუნარობამ, რომ პრობლემა გადაეჭრა, გერმანიაც კი შესაძლებლობების ზღვარამდე მიიყვანა. საუბარია არა მხოლოდ მიგრანტების რიცხვზე, არამედ სისწრაფეზე, რომლითაც ისინი შემოდიან ქვეყანაში, რაც სიტუაციას კიდევ მეტად ძაბავს” – განაცხადა გაბრიელმა.

მან პერსიის ყურის ქვეყნებს და აშშ-ს მოუწოდა, სასწრაფოდ გამოყონ ფინანსები ახლო აღმოსავლეთში მიგრანტებისთვის ბანაკების გასახსნელად.
“უცნაურია ძალიან, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას რამდენიმე კვირაში მილიარდების შეგროვება შეუძლია ბანკების გადასარჩენად, მაგრამ არ შეუძლიათ ამ თანხის ნაწილის მოძიება მაშინ, როცა საქმე ცოცხალ ადამიანებს ეხაბათ” – განაცხადა გაბრიელმა.

გერმანიის მთავრობის პროგნოზით, ქვეყანა წლის ბოლომდე 800 ათას მიგრანტს მიიღებს.

banner
წინა სტატიაშიმექსიკა ეგვიპტისგან ტურისტების დახოცვის ფაქტის საგულდაგულო გამოძიებას მოითხოვს
შემდეგი სტატიაყირიმში ქართველი „კანონიერი ქურდი“ ილია სიმონია დააკავეს