შემიძლია ხატზე დავიფიცო, რომ მომხარი ძალიან მაწუხებდა -აკაკი ბობოხიძე

აკაკი ბობოხიძე: ხელისუფლების მხრიდან რუსული ბაზრის მიმართ გაჩენილმა ცრუ მოლოდინებმა, ქვეყანა გამოუვალ ჩიხში შეიყვანა

აკაკი ბობოხიძის სიტყვით გამოსვლა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღესაც ვნებათაღელვის საგანი გახდა. უმრავლესობამ მისგან დეკემბრის სესიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ბოდიშის მოხდა მოითხოვა, რაც დაპირისპირების საგანიც გახდა.

“შემიძლია ხატზე დავიფიცო, რომ მომხარი ძალიან მაწუხებდა. პირველ რიგში თუ ვინმე დავაზიანე, დავაზიანე საკუთარი თავი, თუმცა როცა დავით საგანელიძე ამბობს, რომ უცენზურო სიტყვებს მხოლოდ აკაკი ბობოხიძე იყენებს, ასე არ არის ბატონებო – ყველას უცენზურო სიტყვა გავაკონტროლოთ… უზარმაზარი შეცდომა დავუშვი და პირველ რიგში შეურაცხყოფა ქართულ საზოგადოებას მივაყენე. ნამდვილად კარგად მესმის, რომ ნებისმიერი თქვენთაგანი ჩავაყენე უხერხულ მდგომარეობაში, ვისაც ჩემი სიტყვები არ ეუთვნოდათ. შეგინებაზე პასუხის არგაცემა მართლა მძიმეა და მძიმე არჩევანის წინაშე დაგაყენეთ”, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

ბობოხიძემ ისიც აღნიშნა, რომ მან მომხართან დაკავშირებით კოლეგებს ბოდიში ტელეფონითაც მოუხადა.

banner
წინა სტატიაშიჩიორა თაქთაქიშვილი:”უმრავლესობამ მოითხოვა შესვენება. მიზეზი: უნდა გაარკვიონ, გვცემენ თუ არა
შემდეგი სტატიაირაკლი ფირცხალავა – ხუბულოვი ინფორმატორი არ ყოფილა, ის ვაჟკაცურად შეეწირა ამ ბიჭებს