,,შევაიარაღოთ უკრაინა და დავსაჯოთ რუსეთი… უარი დიპლომატიას,, აცხადებენ ამერიკელი სენატორები

96FB26FF-568D-47CB-B0AB-A4B5418CA3E1_cx0_cy1_cw0_mw1024_s_n_r1ამერიკელმა სენატორებმა ჯონ მაკეინიმ და ლინდსი გრემმა, გუშინ 17 თებერვალს ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც გერმანიის კანცლერს, საფრანგეთის პრეზიდენტს და ნაწილობრივ აშშ-ს პრეზიდენტსაც დასდეს ბრალი, უკრაინის დანაწევრების ლეგიტიმიზაციაში.

,,დაუშვებელია დაიცვა წარუმატებელი შეთანხმებები ცეცხლის შეწყვეტაზე, მაშინ როცა რუსეთი და მის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები დებალცევოს უხეში ალყით არიან დაკავებულები. დიდი ხნით ადრე უნდა მიგვეცა უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღი,, აცხადებენ სენატორები

,,დასავლელი ლიდერები ამბობენ, რომ უკრაინაში ამ კონფლიქტის საომარი გზით გადაწყვეტა არ გამოვა. ვლადიმერ პუტინი აშკარად ასე არ ფიქრობს. ის აგრძელებს თავის აგრესიას და დასავლეთიდან დიდი მხარდაჭერის გარეშე, რუსეთის მიერ თავს მოხვეული საომარი გზა არის სწორედ ის, რაც განვითარდება უკრაინაში… ისევე, როგორც ეს საქართველოსა და მოლდოვის შემთხვევაში მოხდა,, აღნიშნავენ სენატორები, რომლებიც რუსეთისა და პუტინის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შემოღებისაკენ მოუწოდებენ დასავლეთს.

,,დროა უკვე, რომ ისეთი დამატებითი სანქციები და ხარჯები დავადოთ რუსეთს, რაც პუტინის ქმედებებს შეცვლის. პირველ რიგში კი, რუსეთი ფინანსური სისტემა ,,SWIFT,,დან უნდა გაირიცხოს. პრეზიდენტმა ობამამ ეს დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს… და არა ის, რომ აგრესორთან წარუმატებელი მოლაპარაკებების უკან იმალებოდეს, მაშინ როცა რეალური სიტუაცია აჩვენებს მოლაპარაკებების არაეფექტურობას,, აცხადებენ თავიანთი წერილის რეზიუმეში სენატორები

შეგახსენებთ, რომ 15 თებერვალს ამერიკელი სენატორებმა ასევე გამოაქვეყნეს ღია წერილი, სადაც მოუწოდეს თავიანთ პრეზიდენტს, დაუყოვნებლივ მიაწოდონ უკრაინას თავდაცვითი იარაღი.

სამშაბათს 17 თებერვალს, საღამოს საათებში გაიმართა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელმაც მიიღო რეზოლუცია უკრაინის შესახებ. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გერმანიის კანცლერ ნგელა მერკელთან სატელეფონო საუბრისას მოუწოდა გაეროს უშიშროების საბჭოს, რომ არ დაუშვან ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები ევროპის ცენტრში.

ამავედროს, აშშ-მ ოფიციალურად დაადანაშაულა რუსეთის ხელისუფლება, მინსკის შეთანხმებების დარღვევაში. გუშინ, 17 თებერვალს უკრაინაში აშშ-ს ელჩის ჯეფრი პაიეტის მიერ გაკეთებული განცხადებით, მისი ქვეყანა რუსეთის საჯარისო ფორმირებების დადასტურებულ მონაწილეობას უკრაინის კონფლიქტში სეპარატისტების მხარეს, განიხილავს როგორც მინსკის შეთანხმებების დარღვევას.

banner
წინა სტატიაშიგაუგებარია რას ემსახურება ეს შეხვედრა – ფანჯიკიძე კარასინი-აბაშიძის შეხვედრაზე
შემდეგი სტატია“თავისუფალმა დემოკრატებმა” ვიქტორია ნულანდთან შეხვედრაზე თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ თანამშრომლებზე ისაუბრეს