შეეზღუდებათ თუ არა თანამდებობის პირებს პრემიები?!

პრეზიდენტთან ურთიერთობა-

პირველი მოსმენით მიღებული პროექტის მიხედვით, 2017 წლის 1-ელ იანვრამდე (“საჯარო სამსახურის შესახებ” ახალი კანონის ძალაში შესვლამდე), პრემიის მიღების უფლება შემდეგ თანამდებობის პირებს შეუჩერდებათ: საქართველოს პარლამენტის წევრებს, მინისტრებს და მის მოადგილეებს; აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებს, მთავრობათა თავმჯდომარეებსა და მათ მოადგილეებს; აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრებს და მათ მოადგილეებს; მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს და მის მოადგილეს; პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს და მის მოადგილეს; ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს და მის მოადგილეს; სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანს და მის მოადგილეს; საგადასახადო ომბუდსმენს და მის მოადგილეს; პარლამენტის აპარატის უფროსს და მის მოადგილეს; სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელებს; შემოსავლების სამსახურის უფროსს და მის მოადგილეებს; გენერალურ აუდიტორს და მის მოადგილეს; ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და საბჭოს წევრებს; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს; ეროვნული მარეგულირებელი კომისიის წევრებს; ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მის მოადგილეს და კომისიის მდივანს; გუბერნატორებს და მის მოადგილეებს; მოსამართლებს; მთავარ პროკურორს და მის მოადგილეებს; იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს; პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და მის მოადგილეს; საკრებულოს თავმჯდომარეებს, მერებსა და გემგებლებს. ჯამში, საუბარია 746 თანამდებობის პირზე.
ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით უმრავლესობაში აზრები გაყოფილია. კოლეგების ნაწილი ინიციატორს მხარს უჭერს, თუმცა უმრავლესობის ნაწილის მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ პრემიის აღების უფლება კანონით შეზღუდული არ უნდა იყოს და ამ თვალსაზრისით საკმარისია თვითშეზღუდვა და პოლიტიკური ნების არსებობა.

banner
წინა სტატიაშიდავით საგანელიძე: “ანაზაღაურება 21 ათას ლარი აბსოლუტურად ადეკვატურია”
შემდეგი სტატიაწამების ამსახველი კადრების გაშუქებას მარეგულირებელი კომისია სწავლობს