შარლი ებდოს რედაქციამ დროებით მუშაობა შეაჩერა

ჟურნალ “შარლი ებდოს” რედაქციამ დროებით მუშაობა შეაჩერა, – გადაწყვეტილების შესახებ განცხადება რედაქციამ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.

მიმართვაში რედაქცია მკითხველს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. ამავე განცხადებიდან ირკვევა, რომ ჟურნალი ჯიხურებში უახლოეს მომავალში დაბრუნდება.

პარიზში “შარლი ებდოს” რედაქციას სამი შეიარაღებული ადამიანი 7 იანვარს დაესხა თავს, რის შედეგადაც დაიღუპა 12 ადამიანი. მოგვიანებით, ძმები საიდ და შერიფ კუაშები წინააღმდეგობის გაწევისას პოლიციამ მოკლა, მესამე თავდასხმელი კი პოლიციას ჩაბარდა.

ტერაქტის მიზეზი ჟურნალში გამოქვეყნებული წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურა გახდა.

banner
წინა სტატიაშივენეციაში ადიდებულმა წყალმა ისტორიული ქალაქის სამი მეოთხედი დატბორა
შემდეგი სტატიაომბუდსმენმა პარლამენტს რამდენიმე წინადადებით მიმართა