,,შარლი ებდოს,, დემოკრატიისა და ადამიანთა უფლებათა დაცვის ევროპული პრემია მიანიჭეს…

charli ebdoსკანდალებითა და ტრაგიკული მოვლენებით სახელგანთქმულ ფრანგულ სატირულ-კარიკატურულ ჟურნალს ,,შარლი ებდოს,, თავისუფალი სიტყვის განვითარებისათვის, დემოკრატიისა და ადამიანთა უფლებათა დაცვისათვის განკუთვნილი უდიდესი ევროპული პრემიე  ,, M100 Media Award,,-ი გადასცეს…

კარიკატურულმა ჟურნალმა ,,შარლი ებდომ,, რომელმაც სულ რამდენიმე დღის წინ გამოსულ ნომერში ზღვაზე ტრაგიკულად დაღუპული სირიელი ლტოლვილი ბავშვების მოტივებზე გააკეთა კარიკატურები, ის პრემია მიიღო, რომელიც შარშან უკრაინელ პოლიტიკოსსა და მოკრივეს ვიტალი კლიჩკოს ერგო… ხოლო სხვადასხვა დროს ამ პრემიის ლაურეატები, საფრანგეთის ყოფილ საგარეო  საქმეთა მინისტრი და ორგანიზაცია ,,ექიმები საზღვრებს გარეშეს,, დამფუძნებელი ბერნარ კუშნერი, გერმანიის ექს საგარეო საქმეთა მინისტრი ჰანს დიტრიხ გენშერი და სხვა გამოჩენილი მოღვაწეები იყვნენ.

charli ebdo,,სატირა უნდა იყოს შოკისმომგვრელი,, განაცხადა 17 სექტემბერს გერმანულ ქალაქ პოცდამში პრემიის მიღების დროს ,,შარლი ებდოს,, რედაქტორმა ჟერარ ბიარმა, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ სატირა რეალობას ასახავს.

შეგახსენებთ, რომ შარლი ებდოს ბოლო ნომერი დაღუპული ბავშვების თემაზე გაკეთებული ორი კარიკატურით გამოვიდა, რომელთაგან ერთის სათაურია ,,ასე ახლოს მიზანთან,,  სადაც დამხრჩვალი ბავში ,,მაკდონალდსის,, პლაკატის გვერდით წევს, რომელზეც აწერია ,,ორი საბავშვო მენიუ ერთის ფასად,,… ხოლო მეორეს სათაურია: ,,მტკიცებულება, რომ ევროპა ქრისტიანულია,, სადაც ქრისტეს კარიკატუკა ღაღადებს ,,ქრისტიანები წყალზე დადიან, ხოლო მუსულმანი ბავშვები იძირებიან,

www.timer.ge

 

banner
წინა სტატიაშისირიაში აშშ-სა და რუსეთს შორის ომის საშიშროებაა…
შემდეგი სტატიაგიგლა აგულაშვილი– მოსამართლეთა კოლეგიამ კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო