შაოლინელი ბერი ლოტოსის ფორმაში მობილურების წინააღმდეგ

შაოლინელი ბერი, რომელიც რამდენიმე საათის მანძილზე ლოტოსის ფორმაში იჯდა, ჩინეთის ერთ-ერთი მსხვილი ოფისის წინ იჯდა და გამვლელებს მოუწოდებდა მთელი დღის მანძილზე უარი ეთქვათ მობილური ტელეფონების გამოყენებისაგან – ამის შესახებ The South China Morning Post წერს.
ის ყველას სთავაზობდა მობილურები გაეთიშათ და კარადაში ჩაეკეტათ 10.00-დან 18.00-მდე . აქციის მიზანი იყო მობილური ტელეფონებისადმი დამოკიდებულების გაზრდის ჩვენება.

ბერს ოთხი მორჩილი მოყვებოდა, მის ზურგს უკან კი წარწერა ეკიდა: “გაუშვი”. იმის მიუხედავად, რომ ტელეფონისგან უარის თქმისთვის უახლოესი შაოლინის ტაძარში შოუზე დასასწრებ ბილეთს იძლეოდა ბერი, ოფისის მუშაკებიდან მის წინადადებას არავინ დათანხმდა. ბერს მხოლოდ ფოტოს უღებდნენ სმარტფონებიდან.
ჩინეთი მსოფლიოში მობილური ტელეფონების გამოყენების მიხედვით პირველ ადგილზეა. სტატისტიკური მაჩვენებლით, ქვეყნის მოსახლეობა დაახლოებით 1,3 მილიონ მობილურს იყენებს.

banner
წინა სტატიაშისაოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ გატაცებული ორი მწყემსი გათავისუფალია
შემდეგი სტატიაუკრაინის ხელისუფლება დომბასისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას არ აპირებს დღეს