შალვა ნათელაშვილი: “სავალალოა, სავალალოა”

შალვა ნათელაშვილი:

შალვა ნათელაშვილი: "სავალალოა, სავალალოა"ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ახალგაზრდული ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის არ ყოფნას გამოეხმაურა: “ეს პირველი შემთხვევაა ოლიმპიური მოძრაობის ისტორიაში როდესაც სახელმწიფოს მეთაური არა თუ არ ხსნის ოლიმპიადას, არამედ საერთოდ არ ესწრება მას. შესაბამისად მთელმა მსოფლიომ, სამწუხაროდ, ნახა რომ საქართველში ცეცხლოვანი სახელმწიფო-პოლიტიკური კრიზისია, ხოლო ქვეყნის ლიდერები,ალბათ მალე გადავლენ ავღანეთიზაციის სტადიაში და საერთაშორისო არბიტრების შუამავლობით შეხვდებიან მხოლოდ ერთმანეთს.სავალალოა,სავალალო” – წერს შალვა ნათელაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისში მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები გაიხსნა, რომელსაც საქართველსო პრეზიდენტი არ ესწრებოდა. გიორგი მარგველაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ოლიმპიადის ყველა მონაწილეს წარმატება უსურვა.
ოლიმპიადის გახსნამ გრანდიოზულად ჩაიარა. მას საქართველსო პრემიერ-მინსიტრი და მთავრობის სხვა წევრებიც ესწრებოდნენ.

banner
წინა სტატიაშივიდეო– ზურაბ ზვიადაურის მცდელობა, აენთო ოლიმპიური ცეცხლი უშედეგო აღმოჩნდა
შემდეგი სტატიავიდეო–დროშების უკუღმა დაკიდების უახლესი ქართული ტენდენცია