შალვა ნათელაშვილი–”რამდენ ვერცხლად გაყიდეს იუდას უჯიშო მემკვიდრეებმა საკუთარი პარტია”

რამდენ ვერცხლად გაყიდეს იუდას უჯიშო მემკვიდრეებმა საკუთარი პარტია

ამ სტადიას მეოთხე საფეხურის სისივნე ჰქვიალეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი 5 წლის წინ პარტიის ირგვლივ ატეხილ სკანდალს დღეს პირველად საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ეხმაურება: «მე მოდერატორი ვარ და შეგნებულად ვაზიარებ თითქმის სამი წლის წინანდელ წარმოუდგენელ სიბინძურეს ,რაც იკადრეს ლეიბორისტული პარტიიდან ივანიშვილის 5 მილიონ ევროზე მიყიდულმა არარაობებმა და რა სიბილწეც ახლა განაახლეს ეს სწორედ მაშინ აღებული ფულის ვალდებულებაა ბიძინასთან»,- წერს შალვა ნათელაშვილი და ლეიბორისტული პარტიის ყოფილ გენერალურ მდივანთან სოსო შატბერაშვილთან ინტერვიუს იზიარებს, რომელიც ერთ–ერთ სააგენტოში დაიბეჭდა.

რამდენ ვერცხლად გაყიდეს იუდას უჯიშო მემკვიდრეებმა საკუთარი პარტია
ყოფილი ლეიბორისტი რამდენიმე წლის წინ პარტიაში შექმნილ მდგომარეობას ასე აღწერს:„ლეიბორისტული პარტია“ არ დაშლილა, უამრავი ადამიანი წამოვიდა, მაგრამ ეს დაშლას არ ნიშნავს. ბატონი ნათელშვილიც აცხადებს, რომ პარტია არ დაშლილა – მე ვიყო და ბუზი ბაღდადიდან მოვაო – ის ადამიანები რომლებიც მომავალ პოლიტკომიტეტში იქნებიან, როგორც ჩანს, მას ბუზებად მიაჩნია, საკუთარი თავი კი თაფლად და მე წარმატება მინდა ვუსურვო, თაფლს და მის გარშემო შეკრებილებს ბუზებს”. ინტერვიუში შატბერაშვილი ამბობს, რომ ნათელაშვილი «მოღალატე და გამყიდველი იყო» და ნაციონალებმა ის «მეხამრიდედ გამოიყენეს» : «რაც შეეხება სააკაშვილისა და ნათელაშვილის ურთიერთობას, ათასი ხმა დადიოდა, მაგრამ მტყუან-მართალი ვინ იყო, ამის გაშიფვრას არ შევუდგები. როდესაც ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ლეიბორისტული პარტია მეხამრიდად გადაიქცა ნაციონალური მოძრაობისათვის, ჩვენ მაშინვე დავტოვეთ პარტია» – ამბობს სოსო შატბერაშვილი. მისი თქმით არჩევნებში ლეიბორისტული პარტიის დაბალი რეიტინგი შალვა ნათელაშვილის დამსხურებით აიღო პარტიამ, რომელთანაც ნაციონალური მოძრაობის ლიდერები დადიოდნენ და პარტიის საარჩევნო სიიდან რეიტინგული პოლიტიკოსების ამოღება გარკვეული გარიგების სანაცვლოდ სთხოვეს».

შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს საკუთარი ჯიბიდან ერთი მილიარდი ლარის დახარჯვას ურჩევს
«მოვა დრო და ქართუ ბანკიდან ამოიწევა დოკუმენტაცია თუ რამდენ ვერცხლად გაყიდეს იუდას უჯიშო მემკვიდრეებმა საკუთარი პარტია,ხალხი და ქვეყანა რომელმაც მათ უღირსებს ყველაფერი მისცა,ცნობადობა,დეპუტატობა,სამუდამო სადეპუტატო პენსია,იარღის ტარები უფლება სიკვდილამდე და მილიონებიც აშოვინა,სამწუხაროდ» – წერს შალვა ნათელაშვილი აღნიშნული ინტერვიუს კომენტირებისას.

banner
წინა სტატიაშისერგეი ივანოვმა ნატოსთან ომს თვითმკვლელობა უწოდა
შემდეგი სტატიასააკაშვილი: მინახავს მე ასეთი პროკურორები ციხეში (VIDEO)