შალვა ნათელაშვილი: მილიონერთა მესაფლავე, პოლიტიკური ძალებიდან, მხოლოდ ლეიბორისტული პარტიაა

ამ სტადიას მეოთხე საფეხურის სისივნე ჰქვია

ლეიბორისტული პარტიის აჭარის ხელმძღვანელმა დავით რობაქიძემ ევროპაში პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა. ამის შესახებ განცხადება პარტიის თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე გააკეთა.

,,განხორციელებული დევნა-რეპრესიების შედეგად საქართველოს ლეიბორისტული პარტიის კოორდინატორმა აჭარის რეგიონში, ეროვნული-პოლიტიკური კომიტეტის წევრმა დავით რობაქიძემ ქვეყანა დატოვა და პოლიტიკური თავშესაფრი სთხოვა ევროპის ერთ-ერთ მეგობარ სახელმწიფოს.
აი, ეს არის ივანიშვილის საოცარი დემოკრატია. ეს პიროვნება, უკვე ოცი წელია სათავეში უდგას და აფინანსებს დევნას ლეიბორისტული პარტიის წინააღმდეგ, რადგან იცის, რომ მილიონერთა მესაფლავე, პოლიტიკური ძალებიდან, მხოლოდ ლეიბორისტული პარტიაა. იძულებულები ვართ, მივმართოთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნის თხოვნით, რომელიც დაადგენს ჩვენს მიმართ განხორციელბული უწყვეტი დევნა-რეპრესიების მიზეზებს, დამანაშავე პირებს და ყველას საკადრის სასჯელს მიუზღავს.
მე ვპირდები ივანიშვილს და მის კორუმპირებულ რეჟიმს, რომ არცერთი დამნაშავე, ვისაც წვლილი მიუძღვის ჩვენს დევნაში, ჩვენთვის არჩვენების გაყალბებაში, რეპრესიებში, დაუსჯელი არ დარჩება.”_ განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი: დავრწმუნდი, რომ ქართულ მართლმსაჯულებას, როგორც იქნა, დაუდგა ნათელი პერიოდის დასაწყისი
შემდეგი სტატია2015 წელს Google-ს რუკაზე საქართველოს 5 ქალაქი სრულად განთავსდება