შალვა ნათელაშვილი მილიონერი პარლამენტარებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს

შალვა ნათელაშვილი

შალვა ნათელაშვილილეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა საქართველოში მომხდარ ბუნებრივ სტიქიაზე განცხადება გააკეთა და მილიონერი პარლამენტარებისთვის, რომლებმაც ამ დღეებში არაფერი გაიღეს, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა მოითხოვა.
შალვა ნათელაშვილი: ,,ტრაგიკულმა სტიქიამ თბილისსა და ბუნებრივმა კატაკლიზმებმა საქართველოს რეგიონებში, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ისეთი გულქვა მილიარდელ-მილიონერი პოლიტიკოსები, როგორიც ჩვენ გვყავს, დედამიწის ზურგზე სხვაგან არ არსებობენ. საკმარისია ითქვას რომ ბიძინა ივანიშვილმა 15 მილიარდიდან ერთი თეთრი ვერ გაიმეტა თავისი ხალხისთვის, ხოლო პარლამენტში მოკალათებულმა 17-მა მილიონერმა დეპუტატმა, საერთო ჯამში 10 მილიარდით, ასევე არაფერი გაიღეს დაზარალებული და გაუბედურებული ხალხისთვის. გამოსავალი ერთადერთია: პარაზიტებს უნდა შეუწყდეთ სადეპუტატო უფლებამოსილება და საქართველოში სამუდამოდ უნდა დაიმარხოს მაჟორიტარიზმის ინსტიტუტი.
ამ ფონზე, დავით უსუფაშვილისგან ვიღებთ წერილს, რომ თურმე პარლამენტარ მილიონერებს ბიზნესი არ ჰქონიათ. ვარწმუნებ მილიონერთა მსახურს, ბატონ უსუფაშვილს, რომ ისიც მათთან ერთად დაჯდება საბრალდებულო სკამზე და აგებს პასუხს მათთან ერთად გაწეული ორგანიზებული საქმიანობისთვის.
გინახავთ, ამ დღეებში, დაზარალებულებისთვის, მაშველებისთვის, მოხალისეებისთვის 600 მილიონის მფლობელი გოგი თოფაძისგან მიტანილი თუნდაც ერთი ბოთლი ლიმონათი? 400 მილიონის მფლობელ, ,,პეესპეს“ მეპატრონე ოქრიაშვილისგან ერთი პირბადე, მიცემული ახალგაზრდებისთვის, რომლებიც მუხლჩაუხრელად მუშაობენ? გინახავთ ნავთობმაფიოზი დეპუტატების ლიპარტელიანის და ენუქიძის მიერ ჩასხმული 1 ლიტრი საწვავი მაშველის, ან მოხალისის მანქანაში? და ამ ფონზე ხელისუფლებამ ჯარისკაცებს და პოლიციას 150 მლნ-ით შეუმცირა ბიუჯეტი, რომ თვითონ არ დააკლდეთ.“

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილი – მოქალაქეებს, რომლებსაც სახლი სრულად გაუნადგურდათ, მუდმივი საცხოვრებელი მიეცემათ
შემდეგი სტატიათბილისის მერია სტიქიის შედეგად დაზარალებულთა განსახლების გეგმას უახლოეს დღეებში წარადგენს