შალვა ნათელაშვილი: ივანიშვილმა მცოცავი სახელმწიფო გადატრიალების პროცესი დაიწყო

შალვა ნათელაშვილი რესპუბლიკური პარტიის წევრების ხელისუფლების მაღალ თანამდებობაზე დანიშვნას აპროტესტებს. ლეიბორისტულ პარტიაში მიიჩნევენ, რომ თინა ხიდაშელი, ლევან ბერძენიშვილი და დავით უსუფაშვილი ქვეყნისთვის საზიანო ნაბიჯებს დგამენ.

ლეიბორისტების ლიდერი ყოფილ პრემიერმინისტრს სახელმწიფო გადატრიალებაში ადანაშაულებს.

შალვა ნათელაშვილი ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხსაც დააყენებს.

“ივანიშვილმა მცოცავი სახელმწიფო გადატრიალების პროცესი დაიწყო. ქვეყნის ბედი ხელში ჩაუგდო ყველაზე ანტიქართულ სექტას რესპუბლიკურ პარტიად წოდებულს. მსოფლიოა გაოცებული. ეს არის რებუსი 0% ზე ქვემოთ მდგარი პარტია, მმართავს ქვეყანას,” – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: აქტიური სამუშაოები დაიწყო მას მერე, რაც ახალი ხელისუფლება მოვიდა
შემდეგი სტატიამინსკი 2-ის შეთანხმების ჩავარდნის შემთხვევაში რუსეთს დამატებითი სანქციები ელის