შალვა ნათელაშვილი: გაქსუებული ივანიშვილის განცხადება არის საზოგადოების მასხრად აგდება

“გაქსუებული ივანიშვილის განცხადება არის საზოგადოების მასხრად აგდება,”- ასე აფასებს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებას.

ნათელაშვილი აკრიტიკებს მოქმედ ხელისუფლებას და პირდება, რომ მათ საქმიანობას საგამოძიებო ორგანოები შეისწავლიან.

“ეს განცხადება არის ჩვენი ხალხის მასხრად აგდება. გაქსუებული, დარწმუნებული, კრიმინალი ივანიშვილი ამბობს, რომ ყველა წინასაარჩევნო დაპირება შესრულებულია. ის ამბობს, რომ ერთხელ ნათქვამი სიტყვა სიტყვა არ არის. თურმე მუშაობს ქარხნები და დაიწია საბანკო პროცესმა. ამ ბანდის საქმიანობა საბრალდებო დასკვნის და განაჩენის საფუძველი გახდება,”- აცხადებს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი.

banner
წინა სტატიაშიზურაბ აბაშიძე: ივანიშვილის განცხადება საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელია
შემდეგი სტატია“ენერგო პრო ჯორჯიას” გენერალური დირექტორის მოადგილე: თუ ასე გაგრძელდა, ნოემბერ-დეკემბერში გრაფიკი გვექნება