შალვა ნათელაშვილი: გადამწყვეტი მომენტია მილიონერთა ხელისუფლების დემონტაჟისთვის

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი პარტიის რეგიონალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა.

სამუშაო შეხვდრაზე ლრეიბორისტული პარტიის ლიდერმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მოსაზმაზდებელ პროცესებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. შალვა ნათელაშვილი რეგიონებში არსებულ ვითარებასაც გაეცნო.

“დგება გადამწვეტი მომენტი მილიონერთა ხელისუფლების დემონტაჟი. ამ პროცესში ისტორიამ ლეიბორისტულ პარტიას გადამწყვეტი როლი დააკისრა. დღევანდელი შეხვედრა პარტიის რეგიონალურ ხელმძღვანელებთან ამ მიზნებს ემსახურებოდა. პარტია მზად უნდა იყოს მასობრივი გამოსვლებისთვის, ლოკალური წინააღმდეგობისთვის, სოციალური უფლებების დაცვის ხაზით და, რა თქმა უნდა, არჩევნებისთვის,” – აცხადებს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი.

banner
წინა სტატიაშიირაკლი სესიაშვილი: პრემიერმა უკეთ იცის, ვინ სად უფრო კარგად მოახერხებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას
შემდეგი სტატიაპარლამენტი ხვალ პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს