შალვა ნათელაშვილი:”ყველაზე დიდი რეიტინგის მქონე პარტია არის ლეიბორისტული პარტია”

შალვა ნათელაშვილი

შალვა ნათელაშვილილეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ პერსონად ბიძინა ივანიშვილს ასახელებს. ლეიბორისტების ლიდერი კურიერთან საუბრისას ყოფილ პრემიერს აკრიტიკებს და ივანიშვილს ტელეკომპანიის წინააღმდეგ რეპრესიების გატარებაში ადანაშაულებს.

შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს ალ კაპონეს ადარებს, თუმცა ამბობს, რომ ალ კაპონე მასთან შედარებით „ფრთიანი ანგელოზია“.

ნათელაშვილი ყოფილი პრემიერისგან მისი მიმართ წარმოთქმულ კრიტიკასაც პასუხობს და ამბობს, რომ ივანიშვილს მხილების ეშინია, „იმის, რაც დღეს მოდის რუსთავი 2-დან და ჩვენგან. რადგან დღეს ერთადერთი ყველაზე დიდი რეიტინგის მქონე პარტია არის ლეიბორისტული პარტია“, – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

banner
წინა სტატიაშიThe Virus საბავშვო ევროვიზიის დასაპყრობად ემზადება
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია:”ამ კაცს თავში არაფერი კარგი ჩვენი ქვეყნისთვის არა აქვს”