შალვა აბულაძის საქმეში ახალი ადვოკატი ერთვება

2 პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის შალვა აბულაძის საქმეში ახალი ადვოკატი ერთვება. როგორც საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე სახაზინო ადვოკატმა თამარ გაჩეჩილაძემ განაცხადა, ოჯახმა სხვა ადვოკატი აიყვანა და ის დღეს პროცესზე თვითაცილების შუამდგომლობას დააყენებს. ადვოკატი არჩილ ჩუბინიძე კი, რომელიც 2 მკვლელობის გაერთიანებულ საქმეში ჩაერთვება, ბრალდებულს ბორჯომში მომხდარი მკვლელობის საქმეზე იცავდა.
საქალაქო სასამართლოში პროცესი სადაც აბულაძის აღკვეთ ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობის დადასტურების საკითხზე იმსჯელებენ, უკვე დაიწყო. სხდომას ბრალდებულიც ესწრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორი პოლიციელის მკვლელობასა და ორის დაჭრაში ბრალდებულ შალვა აბულაძეს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

banner
წინა სტატიაშიისლამური სახელმწიფო ამერიკელებს 11 სექტემბრის ტრაგედიის გამეორებას ჰპირდება
შემდეგი სტატიაშალვა აბულაძე: ჩემი პირველი და ყველაზე დიდი მტერი იყო მამუკა ხაზარაძე