„შავი სიის“ ახალი „წევრები“

„შავი სიის“ გაზრდის საკითხს ევროკავშირის მუდმივმოქმედი კომიტეტი განიხილავს, რომელიც კვირის ბოლოსთვის შეიკრიბება. სია, სავარაუდოდ, 15 პირით და 4 ორგანიზაციით გაიზრდება.

გერმანული საინფორმაციო სააგენტოს DPA-ს ცნობით, სასანქციო სიაში რუსი დეპუტატები და მინისტრების მოადგილეები შევლენ.
ევროკავშირის „შავი სია“ გულისხმობს შენგენის ზონაზე წვდომის უქონლობას და საბანკო ანგარიშების გაყინვას.
სანქციების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, მომავალ კვირას იქნება მიღებული. იმ პირების და ორგანიზაციებსი სია, რომელიც „შავ სიაში“ შევლენ, მხოლოდ სიის დამტკიცების შემდეგ მოხვდებიან ევროკავშირის ოფიციალურ ბიულეტენში.

banner
წინა სტატიაში„თავისუფალი დემოკრატები“ ჟვანიას საქმის გახსნის „პრერეკვიზიტებს“ ვერ ხედავენ
შემდეგი სტატიანატოს აღმოსავლეთის ფრონტი: პასუხი პუტინის არაპროგნოზირებულობაზე